მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნები გეგმავენ თავიდან აირიდონ პუტინის ენერგეტიკული შანტაჟი

ევროპის ქვეყნები გეგმავენ თავიდან აირიდონ პუტინის ენერგეტიკული შანტაჟი

ესპანეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა მთავრობის განკარგულებას ენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომების მიღების, სატრანსპორტო დახმარებისა და სასწავლო გრანტების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები 10 აგვისტოდან განიხილებოდა და თუ დეპუტატები მას დღეს არ დაუჭერდნენ მხარს, ჩავარდებოდა. დადგენილება დამტკიცდა 187-დან 161 ხმით.

„ენერგიის დაზოგვა ყველასთვის სასარგებლოა. პუტინის ენერგეტიკული შანტაჟის დაძლევაშიც გვეხმარება. ეს არის დანაზოგი როგორც შიდა ეკონომიკისთვის, ასევე ინდუსტრიული სექტორისთვის და სტრატეგიული ქმედებაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგაც”, – განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა რაკელ სანჩესმა.

გერმანიაში სექტემბრიდან საზოგადოებრივი შენობები, გარდა საავადმყოფოებისა, მაქსიმუმ 19 C-მდე გათბება. ამასთანავე გათბობა შეიძლება მთლიანად გამოირთოს სადარბაზოებში, დერეფნებსა და ფოიეებში.

საჯარო ძეგლები და შენობები არ განათდება. ასევე შეიძლება აიკრძალოს მაღაზიების ღამით განათებაც და კერძო საცურაო აუზის გათბობაც.

ენერგიის დაზოგვის გეგმა აქვს პორტუგალიასაც, მთავრობა მას აგვისტოს ბოლოს წარადგენს. იგეგმება დაწესებულებათა უმრავლესობის გახსნის საათებისა და ღამის განათების შემცირება.

ხორვატიის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 5%-მდე ამცირებს დამატებითი ღირებულების გადასახადს ხის ნაჭრებისა და მარცვლების, ასევე შეშის მიწოდებაზე და ითვალისწინებს ნულოვან დღგ-ს მზის პანელებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend