მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონი მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე ალჟირთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს

ემანუელ მაკრონი მოსალოდნელი ენერგოკრიზისის ფონზე ალჟირთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს

საფრანგეთის პრეზიდენტის ალჟირში სამდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარსულის ჭრილობების შეხორცება.

პირველ დღეს ემანუელ მაკრონმა დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ძეგლი გვირგვინით შეამკო. 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალჟირმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბოლო რამდენიმე თვე ორ მთავრობას შორის დაძაბულობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრონმა საფრანგეთის კოლონიზაციას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უწოდა, პრეზიდენტს კოლონიზაციისთვის ბოდიში, რომელსაც ალჟირის მთავრობა ელოდა, არ მოუხდია.

“ჩვენ ჩვენი წარსული არ აგვირჩევია, ის მემკვიდრეობით მივიღეთ. მას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი მომავლის აშენება საკუთარი თავისა და ჩვენი ახალგაზრდობისთვის”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამ მოგზაურობით საფრანგეთის ლიდერი იმედოვნებს, რომ ყოფილ კოლონიასთან ურთიერთობა დალაგდება, თან ეს იმ დროს, როცა ევროპას ყველაზე მეტად სჭირდება გაზის მარაგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend