მთავარიაზიაპაკისტანიწელს პაკისტანში წყალდიდობებს დიდი მსხვეპლი მოჰყვა

წელს პაკისტანში წყალდიდობებს დიდი მსხვეპლი მოჰყვა

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის და აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინციების დიდი ნაწილის დატბორვის შემდეგ, სტიქიამ ქვეყნის სამხრეთით, სინდის პროვინციაში გადაინაცვლა. პაკისტანის კატასტროფების სააგენტომ განაცხადა, რომ ძლიერმა წვიმებმა ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული 903 პაკისტანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაახლოებით 50,000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

“აქ ხალხს უჭირს, ძალიან უჭირს ამ ტერიტორიაზე ცხოვრება. ჩვენ დავტოვეთ საკუთარი სახლები, ტერიტორია სადაც ცხოვრებას ვაშენებდით.  ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ხვალ არ ვიცით რა იქნება. ჰუმანიტარული კრიზისია და მთავრობა საკმარისად ვერ გვეხმარება“, – ამბობს ადგილობრივი მეჰტაბ ჰუსეინი.

ათასობით ადამიანი, რომელთა სახლები წყალმა წაიღო, ახლა  კარვებში ცხოვრობს. დატბორილი სოფლებიდან და ქალაქებიდან ჯარისკაცების და მოხალისეების მონაწილეობით, ამ დრომდე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend