მთავარიამერიკააშშდინოზავრის ყველაზე გრძელი ნაკვალევი აღმოაჩინეს

დინოზავრის ყველაზე გრძელი ნაკვალევი აღმოაჩინეს

გვალვიან ზაფხულს აშშ-ის ტეხასის შტატში ერთი დადებითი სიახლე ჰქონდათ.

მდინარის დაშრობის შედეგად, ტეხასის პარკში დინოზავრის ჩაძირული ნაკვალევი გამოჩნდა, რომელიც უკვე დაათარიღეს.

მეცნიერების განცხადებით, ნაკვალევი 113 მილიონზე მეტი წლისაა. ეს ნაშთები შემონახული იყო მილიონობით წლის განმავლობაში თიხისა და კირქვის ფენების ქვეშ.

პარკის ოფიციალური პირები მკვლევრებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ეს შესაძლოა მსოფლიოში დინოზავრების ყველაზე გრძელი ნაკვალევი იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. პალეონტოლოგები ახლა იკვლევენ, თუ გადაშენებული ცხოველის რომელ სახეობას ეკუთვნოდა ნაბიჯების ნაშთები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend