მთავარი ამერიკა პერუ პერუში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

პერუში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა

პერუში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსის 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ტურისტები კვირას მაჩუ-პიქჩუს უძველეს ნანგრევებს სტუმრობდნენ.

პერუს მთავრობაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ ტურისტთა შორის 2 კოლუმბიელია, 2 გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულთა შორის არის 4 ფრანგი, 2 ბერძენი, 2 კანადელი, 2 არგენტინელი, 2 პერუელი, 1 მოქალაქე ნიდერლანდებიდან, 2 ისრაელიდან და ერთიც ესპანეთიდან.

მაჩუ-პიქჩუ პერუს ტურისტული ინდუსტრიის მარგალიტად მიიჩნევა. ის ინკების მიერ  მეთხუთმეტე საუკუნეში აშენებული რელიგიური საკურთხეველია და პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend