მთავარი ამბები დუგინის ქალიშვილი მოსკოვში დაკრძალეს

დუგინის ქალიშვილი მოსკოვში დაკრძალეს

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში დარია დუგინას დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. დარია დუგინა ცნობილი რუსი იდეოლოგის, ალექსანდ დუგინის, ქალიშვილი იყო. ის კვირა დღეს მოსკოვში, საკუთარ ავტომობილში, ააფეთქეს. ოფიციალური მოსკოვი თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს. 29 წლის ნაციონალისტი დარია დუგინა მემარჯვენე პოლიტიკური წრეებისათვის ახლა წამებულად აღიქმება, ბევრი მათგანი მომხდარის გამო უკრაინის დასჯას ითხოვს.

„ყველაზე დიდი საფასურის გადახდის შემდეგ ჩემთვის ერთადერთი ნუგეში გამარჯვებაა. დარია ამ გამარჯვებისთვის ცხოვრობდა და მასვე შეეწირა. დარია შეეწირა რუსეთის გამარჯვებას, ჩვენს სიმართლეს, რწმენას, ჩვენს სახელმწიფოსა და ერს”, – თქვა ალექსანდრ დუგინმა.

რუსი პოლიტიკოსი სერგეი მირონოვი კი უკრაინის დასჯას მოითხოვს.

“როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები არიან კიევში, ეს თავად ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ტერაქტია, მას წინ სამხედრო ტრიბუნალი ელის, ეს ფაშისტი საკუთარ ბუნაგში უნდა მოვსპოთ. მისი ბუნაგი კი კიევშია. უკრაინის სრული დენაციფიკაცია ზელენსკის განადგურების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა რუსი პოლიტიკოსმა სერგეი მირონოვმა.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მეთაური ოლექსეი დანილოვი კი სოციალურ მედიაში ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ კრემლს მოსახლეობის მობილიზაცია სჭირდება, რუსული ფედერალური უშიშროების სამსახური კი გააგრძელებს ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებას და უკრაინული მხარისათვის ყოველივეს დაბრალებას.

ოფიციალური მოსკოვი თავდასხმაში კიევს ადანაშაულებს. რუსული საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენელთა დასკვნით, თავდასხმა უკრაინელმა ქალმა ჩაიდინა და შემდგომ ესტონეთს შეაფარა თავი. უკრაინის ხელისუფლება უარყოფს რუსული მხარის ბრალდებებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend