მთავარიევროპაუკრაინაისტორიები „აზოვსტალიდან“

ისტორიები „აზოვსტალიდან“

მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. კვირების განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები ქარხნის ქვეშ გვირაბებში იყვნენ გამაგრებულნი და ალყაში მოქცეულნი, სანამ მაისის შუა რიცხვებში არ აიძულეს, რომ ჩაბარებოდნენ.

გადარჩენილები ტყვედ აიყვანეს, თუმცა ზოგი პატიმართა გაცვლის დროს გათავისუფლდა.

აზოვის პოლკის ერთ-ერთი გათავისუფლებული მებრძოლი დენის „მანგო“ შიპუროკი ყვება, რომ გარეთ გაყარეს და გასაჩხრეკად ბოლომდე გააშიშვლეს, სიცხეში იდგნენ და აიძულებდნენ, რომ ბუქნები ეკეთებინათ. მისი თქმით, თუკი რომელიმე ჯარისკაცი ოდნავ მაინც აწევდა თავს, მაშინვე ცემდნენ, ცემდნენ დაკითხვის დროსაც. დენისი ყვება, რომ ასე აიძულებდნენ ხელი მოეწერა სარდლობის საწინააღმდეგო დოკუმენტებზე.

აზოვის პოლკის კიდევ ერთი მებრძოლი ვლადისლავ „ვიკიპედია“ ჟავორონოკი ამბობს, რომ თავიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. რუსული მხარე ტყვეებს არ აძლევდა ნათესავებთან, ახლობლებთან და გარე სამყაროსთან კავშირის საშუალებას. მისი თქმით, ასე ცდილობდნენ შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ თითქოს აზოვის მეომრები აღარავის სჭირდებოდა.

მართალია, ზოგი გათავისუფლდა, თუმცა სხვები ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩებიან. უმეტესობა აზოვის პოლკის მებრძოლია, ისინი ოფიციალურმა მოსკოვმა ტერორისტებად გამოაცხადა.  არსებობს ინფორმაცია, რომ კრემლი უკრაინელი სამხედრო ტყვეების საჩვენებელი სასამართლო პროცესების მოწყობას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend