მთავარიევროპაუკრაინავითარება უკრაინის აღმოსავლეთში

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში

ხარკივში რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ რაიონზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის იყო 13 წლის ბიჭი. სულ სარაკეტო დარტყმების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა.

ხარკივის მერის იჰორ ტერეხოვის შეფასებით, ხარკივში სიტუაცია მძიმეა. ომის დაწყების შემდეგ ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.  ქალაქის მერის თქმით, ხარკივში გლოვის დღე გამოცხადდება.

სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ხარკივის რეგიონის ქალაქ კრასნოჰრადზეც. თავდასხმას ახალგაზრდა წყვილი ემსხვერპლა, მათი მცირეწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ იერიში მიიტანეს დაქირავებული უცხოელი მებრძოლების ბაზაზე, სადაც 90 ადამიანი დაიღუპა.

ხუთშაბათს კი უკრაინის საზღვართან ახლოს ორი რუსული სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს, რადგან ახლოსმდებარე იარაღის საწყობში ხანძარი გაჩნდა. გასული დღეების განმავლობაში ძლიერი ხანძარი იყო და აფეთქებების ხმა გაისმა  სამხედრო ბაზასა და იარაღის საწყობში ყირიმშიც.

რუსეთმა შემთხვევა კიევის მხრიდან საბოტაჟად შეაფასა.

ამავდროულად, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ კალინინგრადის რეგიონში განათავსეს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც  ზებგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend