მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში პირველ სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

უკრაინაში პირველ სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

მიუხედავად მიმდინარე ომისა, უკრაინაში  შემოდგომის სემესტრისთვის ემზადებიან. სწავლა სექტემბერში იმ რეგიონებში განახლდება, რომლებშიც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. თუმცა მთავარი მოთხოვნაა, რომ სკოლებში იყოს თავშესაფარი. რამდენიმე კვირაში ამ სკოლის საკლასო ოთახები კვლავ შეივსება მოსწავლეებით. ფანჯრები უკვე გამოცვალეს, ნატყვიარი ადგილები ამოავსეს, ასევე განაახლებენ კიბეებს და სარდაფისკენ მიმავალ გზაზე ისრებსაც დახატავენ.

სკოლის სარდაფის ოთახი ცივი ომის დროს 160 ადამიანზე იყო გათვლილი. თუმცა ახლა ის განახლდა, დაემატა დამატებითი ავარიული გასასვლელი. მთავრობის განკარგულებით,  ახლა ეს სარდაფი  სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილი თავშესაფარია.

სკოლის დირექტორის იჰორ ტიერევკოს თქმით, თავშესაფარი თითქმის დასრულებულია, ახლა ელექტროგაყვანილობასაც გამოცვლიან. თავშესაფარი აღჭურვილი იქნება სკამებით, დაფითა და ტელევიზორით.

ომი გრძელდება, საზოგადოება კი მასთან ერთად ცხოვრებას ეჩვევა. „ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ“, – ამბობს სკოლის დირექტორი. თუკი მათ გეგმას არაფერი შეუშლის ხელს, სკოლებში  სასწავლო პროცესი პირველ სექტემბერს განახლდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend