მთავარიმსოფლიოევროპა„ევრონიუსი" ავღანეთის კრიზისის გაშუქებისთვის EMMY AWARDS-ზე წარადგინეს

„ევრონიუსი” ავღანეთის კრიზისის გაშუქებისთვის EMMY AWARDS-ზე წარადგინეს

ევრონიუსი წელს ემის დაჯილდოებაზეა ნომინირებული, კატეგორიაში “ახალი ამბები”. ჯილდოზე წარდგენილია ევრონიუსის საერთაშორისო კორესპონდენტის, ანელიზ ბორჯესის ნამუშევრები ავღანეთიდან.

სწორედ ანელიზ ბორჯესი აშუქებდა ქაბულში მიმდინარე მოვლენებს თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში. ანელიზ ბორჯესი იყო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელიც თალიბანმა მთავრობის სახლში შეუშვა და ინტერვიუ მისცა.

ბორჯესი აშუქებდა ავღანეთში ჰუმანიტარულ კრიზისს, ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, იღებდა დემონსტრაციებს, რომლებსაც ავღანელი ქალები საიდუმლოდ გეგმავდნენ. ანელიზ ბორჯესმა ასევე შეძლო ავღანეთის ციხეში შეღწევა. დაწესებულებაში, რომელიც ამერიკელებმა ააშენეს, თუმცა ამჟამად ამ ციხის ადმინისტრაციაში ის თალიბები მუშაობენ, რომლებიც მანამდე იქ სასჯელს იხდიდნენ.

ასევე, ევრონიუსმა ანელიზ ბორჯესის დახმარებით მსოფლიოს გააგონა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანის ხმა ავღანეთიდან, ქვეყნიდან, სადაც ახლა ძალიან უჭირთ და რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია.

ანელიზ ბორჯესი ავღანეთში მუშაობის დროს ბევრ სირთულეს წააწყდა. მაგალითად, ერთ-ერთი დემონსტრაციის გაშუქებისას მისი პროდიუსერი თალიბებმა დააკავეს. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ევრონიუსმა ანელიზ ბორჯესის ავღანური  ქრონიკები დოკუმენტურ ფილმად აქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend