მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთის ფრონტი: ხარკივში სარაკეტო იერიშს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აღმოსავლეთის ფრონტი: ხარკივში სარაკეტო იერიშს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკივში რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი რაიონი დაბომბეს. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები საერთო საცხოვრებლის ნანგრევების ქვეშ გადარჩენილებს ეძებენ.

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმის დროს 7 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ცინიკური ქმედებაა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა დიპლომატიურ ძალისხმევასა და უკრაინის გამძლეობაზე. ასევე ისაუბრა გაეროს გენერალურ მდივანთან და თურქეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ მოლაპარაკეკებზეც, რომლებიც ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევში 55-მა საელჩომ განაახლა მუშაობა.

ამავდროულად, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 4 გემი გავიდა. თურქული მედიის ინფორმაციით, გემებით, რომლებიც ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან გავიდნენ, მზესუმზირის ფქვილი, ზეთი და სიმინდი გადააქვთ. პროდუქტით დატვირთულ გემებს პორტებიდან გასულ თვეს მიღებული შეთანხმების საფუძველზე უშვებენ.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია კი ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ აშენებენ რუსი სამხედროები ოკუპირებულ მარიუპოლში საცხოვრებელ კორპუსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend