მთავარიევროპაუკრაინაანტონიუ გუტერეში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ლვივში ხვდებიან

ანტონიუ გუტერეში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ლვივში ხვდებიან

დღეს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან ერთმანეთს. მათ გასულ თვეს მარცვლეულთან დაკავშირებული შეთანხმება და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ.

რუსეთი განვითარებულ მოვლენებს საბოტაჟს უწოდებს, უკრაინა კი არაფერს აღიარებს. ნებისმიერ შემთხვევაში აფეთქებების ხმა, რომელიც ამჯერად რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გაისმა, როგორც ჩანს, მოსკოვსაც და ადგილობრივებსაც აშინებს. ერთი კვირის განმავლობაში ნახევარკუნძულზე უკვე მეორედ მოხდა აფეთქება.

იერიში,  სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ყირიმის დასატოვებლად უამრავი მოქალაქე დგას რიგში. მისი თქმით, ტერორისტული სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ ყირიმში არ არის მათი ადგილი.

აფეთქებების შედეგად მიმდებარე ტერიტორიებზე 3000-მდე მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამუდმებით ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, ბომბები და ნამსხვრევები პირდაპირ ეზოში ცვივა. ისინი იძულებული არიან,  ყველაფერი მიატოვონ. მოსახლეობა იქ დაახლოებით დილის 7 – 8 საათამდე გააჩერეს,  შემდეგ კი  უთხრეს, რომ ყველანი უნდა გაეყვანათ ტერიტორიიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend