მთავარი ევროპა უკრაინა ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონს უკრაინაში ომის გაჭიანურებაში სდებს ბრალს

ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონს უკრაინაში ომის გაჭიანურებაში სდებს ბრალს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებაში სდებს ბრალს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ვაშინგტონის მიზანი ამ გზით ჰეგემონიის შენარჩუნებაა.

”უკრაინაში არსებული ვითარება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ამერიკული მხარე მოქმედებს ისე, როგორც აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ვაშინგტონს ყველგან კონფლიქტის დაწყებას სურს. ამერიკელთა ვიზიტი ტაივანში არა მხოლოდ ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ქმედებაა, არამედ ეს მიზანმიმართული ამერიკული სტრატეგიის ნაწილია, რათა რეგიონსა და მსოფლიოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს ბირთვული საკითხებით აშანტაჟებს. მისი აზრით, ამის გამო მოსკოვს კიდევ უფრო მეტი სანქცია უნდა დაუწესდეს.

”საჭიროა დისკუსიის დასრულება და რუსეთის ფედერაციისთვის ახალი სანქციების დაწესება. სანქციები უნდა დაუწესდეს ორგანიზაცია „როს ატომსაც“ და ამ ტერორისტული სახელმწიფოს მთელ ბირთვულ ინდუსტრიას. რუსული ჯარები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ”, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონბასის რეგიონში  რუსი სამხედროების მიერ ტყვედ აყვანილი 5 მოხალისის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

9 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოუტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

ვლადიმერ პუტინივლადიმერ პუტინი
Send this to a friend