მთავარი მსოფლიო ევროპა 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 660 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 660 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს. 2022 წელს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჯამში 660 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. ეს კი რეკორდული მაჩვენებელია, მას შემდეგ რაც, 2006 წლიდან სატელიტური მონაცემების აღრიცხვა და შეგროვება დაიწყო.

ესპანეთში, გასულ უქმეებზე ხანძრის გამო ალიკანტეს პროვინციაში 1200-ზე  მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ვითარება შედარებით სტაბილურია არაგონში, სადაც ხანძრის შედეგად 6000 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. ევაკუირებული მაცხოვრებლები მალე საკუთარი სახლებს  დაუბრუნდებიან.

თუმცა სახლში დაბრუნებულებს ხშირად მძიმე ვითარება ხვდებათ. კლაუდინ გოსე წინა კვირას საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან დროებით გაიყვანეს, ახლა კი ის სახლში დაბრუნდა.

კლაუდინ გოსეს თქმით, სამწუხაროა იმ ყველაფრის ხილვა, თუ როგორ განადგურდა გარემო, მთელი ფლორა და ფაუნა. მისთვის ძალიან დასანანია თუმცა გაუმართლა, რომ მისი სახლი არ დაიწვა.

გვალვისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრები ისეთ ქვეყნებშიც კი ვრცელდება, როგორიც დიდი ბრიტანეთია.

ორშაბათს ვუდჰემ პარკ როუდზე ერთ-ერთი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეხანძრეები ამბობენ, ხანძარი უეცრად გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend