მთავარიმსოფლიოსალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა.  თუმცა, როგორც მისი აგენტი ამბობს, წინ „ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი ელით“.

ინდოელი წარმოშობის ბრიტანელი მწერალს გასულ კვირას დასავლეთ ნიუ-იორკში დანით მიაყენეს ჭრილობები.

მისმა ვაჟმა ზაფარმა განაცხადა, რომ მამამისი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. მან საუბარიც შეძლო და საზოგადოება თავისი ჩვეული იუმორით გაახარა.

შაბათს ჰადი მატარმა, რომელსაც მწერლის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, თავი დამნაშავედ არ ცნო. 24 წლის ახალგაზრდას გირაოს გადახდაზე უარი უთხრეს.

შემთხვევა ლიტერატურულ ფესტივალზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ცხადია, რომ ჰადი მატარი იზიარებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის შეხედულებებს.

რუშდის მრავალი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ, რომ სიკვდილით დასჯიდნენ რომანის „ეშმაკეული აიების“ შექმნისთვის.  ზოგიერთი მუსლიმანი თვლის, რომ რომანი მთლიანად მკრეხელობაა.

სალმან რუშდი იძულებული გახდა,  გადამალულიყო, როდესაც ირანის ყოფილმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინმა რუშდის მოკვლის განკარგულება –  ფატვა გამოსცა.

ფატვა ჯერ კიდევ მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend