მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოჰაერის ტემპერატურის მატება ბრიტანელი მეღვინეებისთვის წარმოების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ჰაერის ტემპერატურის მატება ბრიტანელი მეღვინეებისთვის წარმოების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ცხელი ზაფხულის გამო ბრიტანეთში ვენახში ყურძენი ბევრად უფრო სწრაფად მწიფდება. ევროპასა და ბრიტანეთში ძლიერი სიცხის ტალღაა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ცხელი ამინდები კვლავ შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, ბრიტანელი მეღვინეები დარწმუნებული არიან, რომ ისინი ღვინის წარმოების გაფართოებას შეძლებენ და უფრო მეტ ცქრიალა ღვინოს დაამზადებენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლა ინვესტიციისთვის საუკეთესო დროა.

“ჩვენ საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში ვეძებთ მსგავსებებს. ვაკვირდებით, თუ რამდენად იცვლება აქ, ბრიტანეთში, კლიმატი და რამდენადაა შესაძლებელი, რომ ის ბურგუნდიის კლიმატს დაემსგავსოს.  პროგნოზები გვიჩვენებს, რომ ეს კლიმატი წითელი ღვინის დასამზადებლად სულ უფრო და უფრო შესაფერისია“, – ამბობს აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ დორლინგი.

ღვინის მწარმოებელმა ლინდა ჰოვარდმა აღნიშნა, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ვენახზე. როგორც წესი, მის ვენახში რთველი პირველ ოქტომბრიდან იწყებოდა, თუმცა ბოლო წლებში ყურძენი უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში იყო მზად დასაკრეფად.

“როგორც გავიგე, შამპანში ძალიან დათბა. ტრადიციულად შამპანში ცივი ამინდები იცის, განსაკუთრებით ზამთარში, ასეთი ამინდები გვაქვს ხოლმე ბრიტანეთშიც. ვფიქრობ, ჩვენ, ინგლისურ ღვინის ინდუსტრიას, წინ საინტერესო მომავალი გვაქვს. გავუწევთ თუ არა კონკურენციას ოდესმე საფრანგეთის ღვინის მწარმოებელ რეგიონებს, არ ვიცი”, – ამბობს მეღვინე ლინდა ჰოვარდი.

ბრიტანული ღვინის წარმოებისთვის 2018 რეკორდული წელი იყო. ბრიტანეთში ხანგრძლივ ცხელ ზაფხულში 15 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend