მთავარიევროპასომხეთიერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 40 ადამიანი.

სამაშველო ოპერაცია ერევანში ამ დრომდე გრძელდება. ერევნის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.

ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში 2 მძლავრი აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend