გამოძიების ფედერალური ბიურო ფლორიდაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში, ბირთვულ იარაღთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტებს ეძებდა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.
ჩხრეკის შესახებ კომენტარი გააკეთა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა, რომელმაც დაადასტურა გადაწყვეტილება, რომ მოეპოვებინათ ჩხრეკის ორდერი. მერიკ გარლანდის თქმით, იუსტიციის დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებებს მარტივად არ იღებს. სტანდარტული პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც შესაძლებელია, ისინი ნაკლებად იყენებენ შეჭრის მეთოდს, როგორც ჩხრეკის ალტერნატივას.
იუსტიციის დეპარტამენტი ჯერჯერობით არ საუბრობს ჩხრეკის ჩატარების მიზეზებზე. თუმცა ამის შესახებ შესაძლოა კომენტარი გააკეთოს დონალდ ტრამპმა, რომელსაც ორდერის გასაჩივრება პარასკევამდე შეუძლია.
როგორც ვარაუდობენ, გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიერ საიდუმლო დოკუმენტების სახლში წაღებას უკავშირდება.