მთავარი ევროპა საფრანგეთი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ხანძარი მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ხანძარი მძვინვარებს

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ჟირონდის რეგიონში კვლავ მძვინვარებს ხანძარი, რომელმაც ათზე მეტი სახლი გაანადგურა, ათასობით მოსახლე კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ ხანძარი ე.წ. “ზომბი ხანძრის” შედეგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცეცხლი ტორფიან ნიადაგში იყო ჩამალული, ახლა კი ის კვლავ განახლდა

„დიდი ალბათობით, ცეცხლი ჯერ მიწის ქვეშ გავრცელდა, შემდეგ კი იმ გამწვანებულ ადგილებს მოედო. გამომშრალი მცენარეებისა  და უკიდურესად დაბალი ტენიანობის გამო ხანძარი ძალიან სწრაფად გაჩნდა და ფიჭვებს ხელახლა წაეკიდა“, – ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე.

ხანძარს, რომელიც სამშაბათს შუადღისას გაჩნდა, დაახლოებით 1,000 მეხანძრე ებრძვის. მან 6,000 ჰექტარი ფიჭვნარი უკვე გაანადგურა.

წვიმის ნაკლებობა და ძლიერი სიცხის ტალღა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა,  ევროპის მთავარ მდინარეებზე უარყოფითად მოქმედებს. გერმანიაში შიშობენ, რომ უახლოეს დღეებში მდინარე რაინზე წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეს მიაღწევს, რაც მდინარეზე საქონლის გადაყვანას, ასევე ნახშირისა და საწვავის ტრანსპორტირებას გაართულებს.

ინგლისში მაღალი ტემპერატურის გამო ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ის ადგილი კი, საიდანაც მდინარე ტემზა იღებს სათავეს, დამშრალია. ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მშრალმა ამინდმა მდინარის სათავე რამდენიმე მილით ქვემოთ გადაანაცვლა, ხოლო ძველ კალაპოტზე, სადაც ოდესღაც წყალი მოედინებოდა, გადამწვარი მიწა და ერთი-ორი გუბეღაა დარჩენილი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend