მთავარი ევროპა ბულგარეთი ბულგარეთში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბულგარეთში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ასობით მოქალაქე ითხოვს, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ბულგარეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეჭვი აქვთ, რომ წინა, პროდასავლური მთავრობა იმის გამო გადააყენეს, რომ მკაცრი პოზიცია ჰქონდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და უარი თქვა რუსეთისთვის გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადა.

“ბულგარეთის დემოკრატია ყოველდღიურად უნდა დავიცვათ. ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ პრეზიდენტის მოქმედებები ბულგარეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენ ტელევიზიიდან გვმართავს, ის მაგალითს იღებს თავისი კოლეგებისგან, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინისგან“, – ამბობს აქტივისტი ასსენ გენოვი.

პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ ახლადდანიშნული, დროებითი მთავრობის პირველი საჯარო განცხადებები, მიუთითებს იმაზე, რომ ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო, ბულგარეთმა შესაძლოა გაზპრომთან განაახლოს მოლაპარაკებები.

“დროებითმა მთავრობამ რუსული გაზის მოწოდებაზე ახალი კონტრაქტის გაფორმება დაუშვა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბულგარეთი პუტინის ტერორისტულ ომს აფინანსებს. ეს ბულგარეთის მოქალაქეებს არ გვსურს”, – აცხადებს აქტივისტი ვერა სტაევსკაია.

აპრილის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა მოსკოვს უარი უთხრა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე, რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუჩერა.

ივლისში, საბერძნეთის და ბულგარეთის ლიდერებმა ახალი გაზსადენი მილის მშენებლობის დასრულება აღნიშნეს, რომლითაც ბუნებრივ აირს ბულგარეთი აზერბაიჯანისგან მიიღებს. როგორც მათ განაცხადეს, ახალი გაზსადენით გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend