2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, თუმცა რუსეთის ფედერაცია დღემდე განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას საქართველოს ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალები პირობითი საზღვრისპირა სოფლებიდან უკანონოდ იტაცებენ და აპატიმრებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხშირად ემუქრება საფრთხე.
საქართველომ აგვისტოს ომის შესახებ რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია – მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მუხლები.
საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი დავა აქვს მოგებული, რაც ეთნიკურად ქართველების რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება.
იურისტი, ნიკოლოზ ლეგაშვილი საუბრობს “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში