მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე

ომი უკრაინაში: ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე

რუსი სამხედროები კვლავ ბომბავენ დონბასის რეგიონს, ქალაქი ბახმუტი კვამლშია გახვეული. უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობენ, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში  საოკუპაციო ძალების იერიშები მოიგერიონ.

მიუხედავად ამისა, საგანგებო სამსახურის თანამშრომლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებენ დაჭრილებამდე მისვლას და დახმარების გაწევას.

ორივე მხარეს საკუთარი ვერსია აქვს, თუ რამ გამოიწვია ყირიმში მძლავრი აფეთქებები.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შავი ზღვის საკის ბაზა არ დაბომბილა,  აფეთქდა მხოლოდ საბრძოლო მასალა. თუმცა უკრაინულ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა იერიში შორი მანძილის სარაკეტო სისტემებით მიიტანეს. თუკი ინფორმაცია დადასტურდება, ვითარება უფრო მეტად დაიძაბება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ყირიმში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში არ იქნება სტაბილურობა, სანამ რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულს სამხედრო ბაზად იყენებს.

უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუსული დაბომბვის შედეგად, მათ შორის ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 23 კი დაიჭრა.

საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ თუკი დაბომბვა არ შეწყდება, ევროპა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რადიაციის დონე ჯერჯერობით ნორმას შეესაბამება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend