მთავარი მსოფლიო NATO ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების შეთანხმებას ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების შეთანხმებას ხელი მოაწერა

ისტორიული ხელმოწერა… ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელის თანახმადაც ნატოს შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან.

ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა ალიანსის 30 წევრიდან 20-ზე მეტმა ქვეყნის ლიდერმაც. უკრაინის ომის ფონზე კი ბაიდენმა უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ნატო-მ დაამტკიცა რომ არის შეუცვლელი ალიანსი, რომელიც თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ერთგულია. ალიანსი დღეს უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე. და როდესაც ფინეთი და შვედეთი ალიანს შემოუერთდებიან და მოკავშირეების რაოდენობა 32ამდე გაიზრდება, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

გასულ კვირას ამერიკის სენატმა ნატოს გაფართოება აბსოლუტური და იშვიათი უმრავლესობით დაამტკიცა – 95 მომხრე ხმა და 1 წინააღმდეგი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend