მთავარი აზია იაპონია ნაგასაკიში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 77 წელი გავიდა

ნაგასაკიში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 77 წელი გავიდა

ნაგასაკიში პატივი მიაგეს  77 წლის წინ 9 აგვისტოს შეერთებული შტატების მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა. მან მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ის საფრთხე, რომელიც ბირთვულ იარაღს უკავშირდება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ ბირთვული იარაღისა და მის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. იგი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რომ მსოფლიომ არ გაიმეოროს წარსულის შეცდომები.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ნაგასაკის მერი. ტომიჰისა ტაუემ განაცხადა, რომ სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ადამიანების მიერ არასწორი გადაწყვეტილების, კომპიუტერული შეცდომისა თუ ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში მსოფლიო ყოველთვის იქნება ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ამას მოწმობს უკრაინის ომიც. მისი აზრით, კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი გზა მისი განადაგურებაა.

1945 წლის 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ნაგასაკიში 74 000 ადამიანი შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend