მთავარიამერიკააშშგამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლი გაჩხრიკა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლი გაჩხრიკა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლი გაჩხრიკა.

საქმე თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანის სავარაუდო შემთხვევებს უკავშირდება.

თავად ტრამპი პროკურატურის  ქმედებას „არამართლზომიერს“ უწოდებს. მისივე თქმით, „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024-თხ წელს არჩევნებში ხელი შეუშალონ“.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ეროვნული არქივის სამმართველომ შეატყობინა კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის სახლში თეთრი სახლის დოკუმენტები აღმოაჩინა, ზოგიერთი მათგანი საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა. კანონის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend