მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: გაერო მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს სამხედრო მოქმედებები

ომი უკრაინაში: გაერო მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს სამხედრო მოქმედებები

ომი ახალ ფაზაში გადადის. ოკუპანტები ახლა უკრაინის მხრიდან  ელოდებიან კონტრშეტევას  ზაპოროჟიიდან ხერსონამდე.

დაძაბული სიტუაციაა ევროპის ყველაზე დიდი  ატომური ელექტროსადგურის  სიახლოვეს, სადაც შაბათს გვიან ღამით ცეცხლი გახსნეს.  ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს თავდასხმაში. გაერო მოუწოდებს როგორც რუს, ასევე უკრაინელ სამხედროებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

კიევს კი ჰოლივუდის მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი ეწვია. იგი ერთ-ერთია იმ ცნობილ მსახიობებს შორის, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ. ჩესტეინის ვიზიტის მთავარი მიზანი ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში პატარების მონახულება იყო. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ცნობილი ადამიანების სტუმრობა  მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ეს არის საშუალება, რომ  მსოფლიო საზოგადოებამ უკეთესად დაინახოს  უკრაინელი ხალხის გასაჭირი.

ამავდროულად, მარცვლეულით დატვირთულმა 8 გემმა უკვე დატოვა  შავი ზღვის უკრაინული პორტები. გემებით მარცვლეული, მზესუმზირის ზეთი და სხვა აგრონომიული პროდუქტები გადააქვთ.  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება  თურქეთისა და გაეროს ჩართულობით იქნა მიღწეული. 5 თვის განმვალობაში მიმდინარე ომში ეს  იშვიათი დიპლომატიური მიღწევა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend