მთავარი აზია ტაივანი პეკინი ტაივანთან, ექვს სხვადასხვა ადგილზე სამხედრო მანევრებს ატარებს

პეკინი ტაივანთან, ექვს სხვადასხვა ადგილზე სამხედრო მანევრებს ატარებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ კუნძულ ტაივანის გარშემო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრები დაიწყო. სამხედრო მანევრები,  რომლებიც ძირითადად საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალების მონაწილეობით იმართება, ტაივანის გარშემო 6 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებს წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში.

პეკინი უკმაყოფილებას გამოთქვამს ტაივანში ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტის გამო. სწორედ ეს ვიზიტი იყო განხილვის მთავარი თემა კამბოჯაში გამართულ რეგიონში შემავალი სახელმწიფოების სამიტზეც, რომელშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა.

სამიტზე იმყოფებოდნენ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.

”ჩვენ შორის თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის შედეგად  აღმოჩნდით.”- განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის შემდეგ ეწვია სამხრეთ კორეას. იგი  იაპონიაში ჩასვლასაც გეგმავს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანევრები კი 7 აგვისტოს დასრულდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend