მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად გადაამუშავებენ

გერმანიაში ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად გადაამუშავებენ

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ გერმანიას საჭირო ბუნებრივი აირის მხოლოდ 20 პროცენტს აწვდის. შესაბამისად, გერმანიაში ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებზე საუბრობენ.

ზოგიერთი ქალაქი ცივი ზამთრისთვის უკვე ემზადება. გერმანიის დედაქალაქიდან მოშორებით, ქალაქ ცერბსტში არსენილი ბიოგაზის ქარხანა ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად ამუშავებს.

„ყოველ სამუშაო დღეს ჩვენ საკმაოდ ბევრ გაზს ვაწარმოებთ, რაც ნავთობის 20,000-ლიტრიანი ტანკერის ეკვივალენტია”, – ამბობს ბიოგაზის ქარხნის მფლობელი კრის დერინგი.

გერმანიას ახლა გაზი სჭირდება, რადგან რუსეთიდან მისი მიწოდება მნიშნელოვნად შემცირდა. ზამთარში შეიძლება ბევრ ბიზნესს, და შესაძლებელია ზოგიერთ ოჯახსაც კი გაზის მიწოდება შეეზღუდოს. თუმცა ცერბსტში, გაზის მიწოდების შემცირების მიუხედავად, ბიოგაზის ქარხნის წყალობით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მაინც შეძლებს ფუნქციონირებას.

„ადგილობრივ პარტნიორებთან, გაზის ქსელის პროვაიდერთან და ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ საავადმყოფოების, სკოლებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გათბობას”, – იმედოვნებს კრის დერინგი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა ენერგეტიკული კრიზისის მოკლევადიანი გამოსავალი ვერ იქნება, მთელი გერმანიისა და ევროკავშირისთვის.

რადგან ბიოგაზის წარმოების საკმარისად სწრაფად გაფართოება მოკლე ვადაში შეუძლებელია. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბიოგაზი ევროკავშირში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

„ევროკავშირს აქვს სამუშაო გეგმა – RePowerEU, რომელის მიზანია, 2030 წლისთვის ევროპა რუსული წიაღისეული საწვავისგან სრულიად დამოუკიდებელი იყოს. სავარაუდოდ, სწორედ ბიოგაზი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს გეგმა რთულად შესასრულებელი იქნება”, – განაცხადა ენერგოექსპერტმა ჰეიკო ლომანმა.

გერმანია უზარმაზარი ამოცანისა და პრობლემის წინაშე დგას. ქვეყანაში ცდილობენ, რუსულ ენერგეტიკასა და განსაკუთრებით რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. ხოლო ბიოგაზი, რომელსაც ბერლინის დასავლეთ მხარეს აწარმოებენ, ამ პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი არ იქნება. თუმცა მომავალში გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების მშენებლობაში მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend