მთავარიმსოფლიოაზიაწლევანდელ ASEAN-ის შეკრებას იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები დაესწრნენ

წლევანდელ ASEAN-ის შეკრებას იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები დაესწრნენ

იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას მათ თავიანთ  ქვეყნებში შექმნილ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და  მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების კოლეგებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები უკვე გასცდა ევროპის საზღვრებს. ეს ვითარება კიდევ  უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემიის გამო დასუსტებული ქვეყნების ეკონომიკის  აღდგენის პროცესს. მან ამის შესახებ ისაუბრა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებაზე, რომელსაც იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიაში იოშიმასა ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ წარმოშვა არაერთი გამოწვევა, რომლებიც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას, საკვებისა და სხვა პროდუქტების კრიზისსა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას უკავშირდება. მისი აზრით, ამ გამოწვევებს ისინი კოორდინირებულად უნდა გაუმკლავდნენ.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმაც იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ. მან ყურადღება გაამახვილა მიწოდების ჯაჭვების შეფერხებისა და კორონავირუსის პანდემიის შემდგომი აღდგენის საკითხებზე.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პარკ ძინი ამბობს, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციას ახლა საშუალება აქვს, კიდევ ერთხელ ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდეს ახალ და მოსალოდნელ საფრთხეებს ამ რეგიონში.

ჩინეთის წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ჯგუფი მთავარი დასაყრდენი ძალაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend