მთავარი საქართველო საქართველო იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი

საქართველო იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი

დღეს, 3 აგვისტოს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეა. ამ დღესთან დაკავშირებით იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გავცვალეთ წერილები ქვეყნების საგარეო მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს შორის ორივე დედაქალაქში – თბილისსა და ტოკიოში.საქართველო იაპონიის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ერთსა და იმავე იდეებსა და ღირებულებებს ვიზიარებთ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გასაძლიერებლად. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ – როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში. იაპონიის ორივე ლიდერი – საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა”, – განაცხადა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.

ნინი დვალიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend