მთავარიმსოფლიოევროპასერბეთი ევროკავშირის ხელმძღვანელობით კოსოვოსთან დიალოგისთვის მზადაა

სერბეთი ევროკავშირის ხელმძღვანელობით კოსოვოსთან დიალოგისთვის მზადაა

კოსოვოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მზარდი ეთნიკური დაძაბულობის შესამსუბუქებლად გადადო მანქანების სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ საკამათო განკარგულების გაცემა. მთავრობის  გადაწყვეტილებას მოჰყვა არეულობა. სერბებმა გზები გადაკეტეს.

გადაწყვეტილება კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ალბინ კურტიმ სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი დაძაბულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

“ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით ბრიუსელში ივლისში, მაგრამ პრეზიდენტმა ვუჩიჩმა შეხვედრა აგვისტოს ბოლოსთვის გადადო. როგორც ჩანს, ის გუშინდელ ინციდენტებს გეგმავდა“, – განაცხადა ალბინ კურტიმ.

პეტარ პეტკოვიჩმა, სერბეთის მთავრობის ოფისის ხელმძღვანელმა კოსოვოსა და მეტოჰიაში, ორშაბათს განაცხადა, რომ სერბეთი ევროკავშირის ხელმძღვანელობით  მზადაა, მონაწილეობა მიიღოს კოსოვოსთან დიალოგში.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელი, მიესალმება ამ ნაბიჯს. მას იმედი აქვს, გზებს დაუყოვნებლივ გახსნიან.

კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობა ამბობს, რომ გაეროს მანდატის მიხედვით, ის მზად არის, მიიღოს აუცილებელი ზომები უსაფრთხოებისთვის.

რეგულაციების მიღება ერთი თვით  გადაიდო. ახლა ყველა ელოდება, რომ მომდევნო დღეებსა და კვირებში,  პირველ სექტემბრამდე პრიშტინამ და ბელგრადმა მიაღწიონ ერთგვარ შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტები, რომლებიც სახიფათოა და მეტ დაძაბულობას ქმნის. მომდევნო კვირებში გაირკვევა, როგორ განვითარდება მოვლენები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend