მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: რუსი სამხედროები დონეცკის რეგიონს უწყვეტად ბომბავენ

ომი უკრაინაში: რუსი სამხედროები დონეცკის რეგიონს უწყვეტად ბომბავენ

რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხრეთით, ქალაქ მიკოლაივში, ერთ-ერთ საავადმყოფოზე მიიტანეს იერიში. ადგილობრივმა მერმა დაგმო რუსეთის ქმედება და განაცხადა, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსი სამხედროების ცინიკური ტერორიზმი.

ვრცელდება სარაკეტო თავდასხმის შედეგად წარმოქმნილი კრატერისა და ხანძრების ამსახველი კადრები.

დაბომბვა გრძელდება დონეცკში, ფრონტისპირა ქალაქ ბახმუტში. გავრცელებულ კადრებში ჩანს ხანძრები და ისმის არტილერიის ხმა. ბევრი მოსახლე საკუთარ სახლს ტოვებს.

ქვეყნის ჩრდილოეთში, ხარკივში, ბევრი ადგილობრივისთვის ახლა მთავარი საზრუნავი ელემენტარული საკვების მოპოვებაა. ათეულობით ადამიანი გრძელ რიგში დგას დახმარების მისაღებად. გარეთ გასვლა სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ისინი რუსული არტილერიის მიზანში მოექცნენ.

მოხალისე მაქსიმ გრიდასოვი ამბობს, რომ ხალხი შესაძლო შედეგებზე აღარ ფიქრობს, მათ უბრალოდ საკვები სჭირდებათ. მაშინაც კი, როდესაც ახლოს ბომბები ცვივა, ისინი მაინც არ ტოვებენ ქალაქს.

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ხერსონის ხიდი დააზიანეს, რითიც შეფერხდა რუსი სამხედროების მომარაგება, რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს რუსი სამხედროების მიერ აგებული ხელნაკეთი ბორანი, რომელსაც ისინი მდინარის მეორე ნაპირზე გადასასვლელად იყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend