თითქმის ორი თვეა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას ინიციატივით, კამპანია „გამორთე რუსული“ მიმდინარეობს, რომელიც რუსული მუსიკის მოსმენისა და გავრცელების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ამის პარალელურად, ასოციაციას სხვა სიახლეც აქვს. მსოფლიოში უდიდესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ, Sony Music Publishing-მა საქართველო რუსეთის დაფარვიდან ამოიღო და პოლონეთის ოფისის მეშვეობით გახდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი.
ამ საკითხზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ ისაუბრა