მთავარიმსოფლიოგალაპაგოსის კუნძულებზე ენდემური ჯიშის იგუანები კვლავ მრავლდებიან

გალაპაგოსის კუნძულებზე ენდემური ჯიშის იგუანები კვლავ მრავლდებიან

გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულ სანტიაგოზე ენდემური ჯიშის იგუანები რეკორდული რაოდენობით მრავლდებიან. გალაპაგოსის ეროვნულმა პარკმა მათ ხელახლა გამრავლებაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო.

მეცნიერები გალაპაგოსის კუნძულზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის იგუანა ნახეს, რაც იმის დასტურია, რომ 2019 წელს გამრავლებული 3,000-ზე მეტი იგუანა კუნძულს მარტივად შეეგუა.

„ჯერ კიდევ პატარა იგუანების აღმოჩენამ გვიჩვენა, რომ ისინი ადგილზე მრავლდებიან. ასეთი მაჩვენებელი 1800-იანი წლების შემდეგ არ გვქონია”, – ამბობს გალაპაგოსის ეროვნული პარკის მეცნიერი ლუის ორტის-კათედრალი.

გალაპაგოსის კუნძულებზე ადამიანებისა და სხვა ცხოველების – ცხვრების, საქონლისა და ვირთხების ყოფნამ ადგილობრივი ენდემური ჯიშების, მათ შორის ჩიტების, იგუანებისა და კუების, განადგურება გამოიწვია.

ახლა კი კუნძული ენდემურ სახეობებს იბრუნებს. არქიპელაგი თავისი უნიკალური ცხოველების, მცენარეების, ხმელეთისა და ზღვის სახეობების გამო 1979 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend