მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში ალპინისტებს მოუწოდებენ, მონბლანზე ასვლისგან თავი შეიკავონ

საფრანგეთში ალპინისტებს მოუწოდებენ, მონბლანზე ასვლისგან თავი შეიკავონ

საფრანგეთში ძლიერი სიცხეა, ამიტომ გიდები ალპინისტებს მოუწოდებენ, ალპურ რეგიონში მონბლანზე ასვლისგან თავი შეიკავონ.  მათ მიაჩნიათ, რომ ახლა მთაზე ასვლა ძალიან სახიფათოა, რადგან გახშირებულია ქვების ცვენა, რაც კლიმატის ცვლილებებითა და გვალვითაა გამოწვეული.  ზამთარშიც თოვლის ნაკლებობამ მყინვარებზე უზარმაზარი ნაცრისფერი ადგილები და ნაპრალები გააჩინა. შესაბამისად, მთაზე ასასვლელი მარშრუტი ახლა უფრო ვიწრო და სახიფათო გახდა.

ალპინისტები ამბობენ, რომ ნაპრალი წარმოუდგენლად გადიდებულია და ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. შემზარავია იმის ნახვა, თუ როგორ ქრება ყინული.

მხოლოდ ალპებში არ იმატებს ტემპერატურა. გასულ თვეს იტალიის დოლომიტის ალპებში მარმოლადის მყინვარზე ახალი ნაპრალი გაჩნდა. მანამდე კი, ორი კვირით ადრე, მყინვარს დიდი ზომის ყინული მოსწყდა, ზვავმა 11 ადამიანი იმსხვერპლა. ექსპერტების განცხადებით, მიზეზი ტემპერატურის მატებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend