მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: ბახმუტის დასახლებას ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ

ომი უკრაინაში: ბახმუტის დასახლებას ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ

უკრაინის საგანგებო სამსახურები ებრძვიან ხანძრებს, რომლებიც შავი ზღვის საპორტო ქალაქ მიკოლაივში რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად განჩნდა. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში რამდენიმე განადგურებული შენობა ჩანს. სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპნენ აგროსექტორის მაგნატი და მისი მეუღლე.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკრაინული აგროკომპანიის დამფუძნებელი, უკრაინელი გმირი  ოლექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე რაისა. ვოლოდიმირ ზელენსკი თანაუგრძნობს მათ ნათესავებსა და მეგობრებს. სწორედ მათი დამსახურებით უზრუნველყოფდა უკრაინის სამხრეთი  სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს 100-მდე ნაციონალისტი და 25 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

კადრებში ასევე ჩანს, როგორ ბომბავენ ქალაქ ბახმუტს უკრაინის აღმოსავლეთში.

დონეცკის რეგიონში ბახმუტი ერთ-ერთი ბოლო დასახლებაა,  რომელსაც ჯერ ისევ უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ახლა ისიც რუსული შეტევის ეპიცენტრში ექცევა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend