მთავარისპორტიინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ინგლისის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. “უემბლიზე” გამართულ ფინალში სარინა ვიგმანის გუნდმა გერმანიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. შეხვედრას 87 192 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროპის ჩემპიონატზე რეკორდული შედეგია. ინგლისმა ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

„ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავია. ბოლომდე ვერ ვხვდები რა გავაკეთეთ, ამის მისახვედრად რამდენიმე დღე დამჭირდება. თუმცა ვიცი, რომ ინგლისი ჩვენ გვერდით არის. ამას სტადიონზე მოსვლისთანავე მივხვდით. 90 000 გულშემატკივარი მხარს გვიჭერდა. ვამაყობ ჩემი გუნდით,”- ამბობს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სარინა ვიგმანი.

სარინა ვიგმანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ორ გუნდთან ერთად გაიმარჯვა. 2017 წელს ვიგმანმა ჩემპიონობა ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იზეიმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend