მთავარიევროპაუკრაინახერსონის ხიდის დაზიანების გამო რუსულ სამხედრო ძალებს მომარაგება გაუჭირდებათ

ხერსონის ხიდის დაზიანების გამო რუსულ სამხედრო ძალებს მომარაგება გაუჭირდებათ

გუშინ, 28 ივლისს უკრაინულმა მხარემ ხერსონში მდებარე საკვანძო ხიდი დააზიანა, რის გამოც უკრაინის სამხრეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ძალებს მომარაგების მხრივ პრობლემები შეექმნებათ.

ხერსონი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, პირველი ქალაქი იყო, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე მოექცა რუსების კონტროლის ქვეშ.

ახლა კი უკრაინულმა ძალებმა ამერიკული შორი მანძილის სარაკეტო სისტემით ცეცხლი გაუხსნეს ანტონივსკის ხიდს. დასავლური წყაროების მიხედვით, ხიდი ახლა გამოუსადეგარია გადასასვლელად. მოსკოვი ამ ხიდზე იყო დამოკიდებული, ის მდინარის დასავლეთ ნაპირზე თავის სამხედროებს ამარაგებდა.

თუმცა შესაძლოა ახლა ისინი  იზოლირებული აღმოჩნდნენ დანარჩენი საოკუპაციო ძალებისგან.

ხიდის დაზიანების საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. იგი საზოგადოებას ჰპირდება,  რომ აღადგენენ ყველაფერს, ხერსონში ანტონივსკის ხიდსაც და რეგიონში არსებულ სხვა გადასასვლელებსაც.

უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე შეუზღუდონ გადაადგილება. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ოკუპანტებს ჩაუშლიან გეგმებს და გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიას ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს სამხედრო თუ დიპლომატიური გზით.

ისინი იმოქმედებენ  მანამდე, სანამ არ მივლენ უკრაინის კანონიერ საზღვრებამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend