მთავარიმსოფლიოევროპამოსკოვმა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა

მოსკოვმა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუმცირა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრემლი ევროპას  ჩრდილოეთის ნაკადი 1 – ის გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივ აირს შემცირებული რაოდენობით აწვდის.

„გაზპრომში“ ამბობენ, რომ გაზსადენი სრული დატვირთვის ნაცვლად 20 პროცენტით მუშაობს, მიზეზი კი სარემონტო სამუშაოებია.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურები კი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის 15 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებაში არ იგულისხმება ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო.

”პრეზიდენტი პუტინი ჩვენი ერთიანობის გამოცდას ცდილობს. მოსკოვი ზოგ სახელმწიფოს ჩვეულებრივ აწვდის ბუნებრივ აირს, ზოგს კი – არა და ამ გზით ჩვენს შორის განხეთქილების შემოტანას ცდილობს. ამ ეტაპზე ჩვენს ერთიანობას არაფერი ემუქრება, მოსახლეობასა და შესაბამის ინდუსტრიებში უკმაყოფილების ზრდა სწორედ კრემლის მიზანია”, – აცხადებს ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი კრისტიან ეგენჰოფერი.

ევროპაში ელიან, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 1 – ის გაზსადენით მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ტექნიკური სირთულეები დასავლეთის მიერ კრემლისათვის დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს კი მიაჩნიათ,  რომ ამას  პოლიტიკური მიზეზი აქვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend