მთავარიევროპაუკრაინარუსული არმია ხარკივს შეუჩერებლად ბომბავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქს არ ტოვებს

რუსული არმია ხარკივს შეუჩერებლად ბომბავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქს არ ტოვებს

უკრაინული არმიის გენერალი სერგეი მალნიკი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტები ხარკივის აღებას ვერ შეძლებენ.

სერგეი მალნიკი ხარკივის გარნიზონის მეთაურია, ამბობს, რომ რუსულ არმიას ხარკივის მიმართულებით ერთი მეტრით წინსვლის საშუალებაც არ აქვს.

”24-ში მათ ცხვირი წაიტეხეს, ახლა კი ერთი მეტრით წინსვლაც არ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით ცდილობენ, ეს წყლის ნაყვაა მათი მხრიდან. მათ არ ჰყოფნით ძალები, რომ  ხარკივი აიღონ. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ისინი ქალაქის ალყაში მოსაქცევად ემზადებიან”, – ამბობს უკრაინელი გენერალი.

რუსული არმია ხარკივის მიმართულებით უშედეგოდ ცდილობს იერიშის მიტანას. წარუმატებელი შეტევის ფონზე რუსული არმია თავდაცვით პოზიციებს ამაგრებს. ოკუპანტები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბომბავენ.

რუსული არმიის მიერ განუწყვეტელი დაბომბვის მიუხედავად, ხარკივის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქის დატოვებაზე უარს ამბობს. 59 წლის ტამატა არბაკოვას ბინაც დაზიანებულია, მაგრამ ის მშობლიური ქალაქის დატოვებას არ ფიქრობს.

”არ ვაპირებ არსად წასვლას, ჩემს სახლს ვერ მივატოვებ. აქ 68 წლიდან ვცხოვრობ, აქ ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, არსად არ წავალ”, – ამბობს ხარკივის მკვიდრი ტამარა არბაკოვა.

ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსული არმიის დაბომბვის შედეგად ქალაქში 2 500 ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული ან განადგურებული.

რუსეთი მთელი ძალით ცდილობს ქალაქის აღებას, თუმცა აქ სამხედროებიც და ადგილობრივებიც დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი რუსული ოკუპაციის ქვეშ არ მოექცევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend