მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს, მოგონილია

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს, მოგონილია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა და მათი ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ თავდასხმად შეაფასა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვს, მოგონილია და ის რუსეთის რიტორიკას ემთხვევა.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო არც ევროპარლამენტთან, არც ცალ-ცალკე სხვადასხვა დედაქალაქებში, ასე რომ არ ვიცი, საიდან გაიგეს ესა. თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა მაღალ დონეზე ევროპელებს, მე ვარ.თუ ვინმე იყო ჩასული ამერიკაში და შეხვდა მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში. ეს არის სრული მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend