იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ დღეს, 21 ივლისს დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადება გადადგომის თაობაზე.
მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას მას შემდეგ დაწერა, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.