მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მაღალი სიცხის გამო ხანძრები ვრცელდება

დიდ ბრიტანეთში მაღალი სიცხის გამო ხანძრები ვრცელდება

ლონდონში ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდა, რამაც ლონდონის გარეუბანში ხანძარი გააჩინა. დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. კანონმდებლები და მოქალაქეები შეშფოთებული არიან, რადგან ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. უკვე გაყვანილია ათეულობით ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია იმ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედაქალაქისა და მისი გარეუბნების საგანგებო სამსახურებში უამრავი ზარი შევიდა  ხანძრებთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ზარი ვენინგტონიდან. ბოლო ინფორმაციით, ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულია 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

ერთ-ერთი ბრიტანელი კიარ მედოუზი თავის ეზოში ირუჯებოდა, როდესაც უზარმაზარი შავი ღრუბელი გამოჩნდა. მან დაინახა, რომ ვენინგტონის მხარეს ხანძარი იყო. ცეცხლმა რამდენიმე საათში მის სახლამდეც მიაღწია. იწვის მდელო, რომელიც მის სახლთან ახლოსაა. ხანძრის გამო მათი ავტომობილებიც დაიწვა.

ინგლისის სხვა რეგიონებშიც რამდენიმე ადგილასაა ხანძრის კერები გაჩენილი. მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ პიკნიკებისა და ცეცხლის დანთებისგან, რადგან სახანძრო სამსახურები ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend