მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისიღარიბე საქართველოში - PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, ნიკა ბაქრაძე

სიღარიბე საქართველოში – PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, ნიკა ბაქრაძე

საქართველოში 2017-2021 წლებში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი გაიზარდა, რამაც ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შეამცირა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში ოჯახების რეალური შემოსავლები შემცირდა, მაგრამ გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა – ეს ინფორმაცია PMC კვლევითი ცენტის მიმოხილვაშია მოცემული, რომელიც საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელს იკვლევს.

მიმოხილვაში წერია, რომ სავარაუდოდ სიღარიბის შემცირებულ მაჩვენებლებზე გავლენა სწორედ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდამ იქონია, ვინაიდან ამ შემწეობით მათ საკმარისი შემოსავალი და ხარჯები დაუგროვდათ სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის გადასალახად.

როგორია სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტმა, ნიკა ბაქრაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend