ევროკავშირი ენერგორესურსების უფრო სანდო მომწოდებლებს მიმართავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე წერს.
მისი თქმით, აზერბაიჯანში ახალი შეთანხმების გაფორმების მიზნით იმყოფება.
„დღეს მე ვარ აზერბაიჯანში, რათა ხელი მოვაწერო ახალ ხელშეკრულებას. ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელში გაორმაგდეს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირის გადამწყვეტი მნიშვნელობის პარტნიორი იქნება.
„აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდების უსაფრთხოებისთვის და კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე“, – აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს, 18 ივლისს აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.