მთავარიევროპაუკრაინაირპინში დაბრუნებული 26 უკრაინული ოჯახი მატარებლის ვაგონებში ცხოვრობს

ირპინში დაბრუნებული 26 უკრაინული ოჯახი მატარებლის ვაგონებში ცხოვრობს

ერთ-ერთი მატარებელი ახლა უკრაინელი დევნილების ახალი სახლია. როდესაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ერთ-ერთი უკრაინული ოჯახი, სხვა მრავალი უკრაინელის მსგავსად, შენობების სარდაფებს აფარებდა თავს. თუმცა როდესაც რუსი სამხედროები დედაქალაქისკენ დაიძრნენ და მათი დასახლება დაიკავეს, მათ გაქცევა არჩიეს.

მილა კარგალიცკიმ, რომელიც ირპინიდანაა, ოჯახთან ერთად ქალაქი დატოვა ბოლო დღეს, როცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა ავტომობილით  გაქცევა. მომდევნო დღეს ყველა გზა ჩაიკეტა.

ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების შემდეგ მათ ირპინში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ვლად კარგალიცკის სკოლაში დაბრუნება სურს. ვლადი ამბობს, რომ მისი მეგობრები მთელი ამ დროის განმავლობაში ირპინში იყვნენ.

თუმცა 3 თვის შემდეგ კაგარლიცკების ოჯახს სკოლის ადგილას მხოლოდ ნანგრევები დახვდა. დღეს ისინი ცხოვრობენ  ვაგონში, რომელიც დროებით თავშესაფრად არის გადაკეთებული.

აქ სამჯერადი კვება აქვთ, საშხაპეც არის, სამზარეულოც და რესტორანიც. მილა კაგარლიცკი ამბობს, რომ კარგ პირობებში არიან. არ იციან, რამდენ ხანს დარჩებიან მატარებელში. მათ წასასვლელიც არსად აქვთ.

ამ დროებით თავშესაფარში 26 ოჯახია. მათი მომავალი გაურკვეველია. ისინი მოუთმენლად ელიან, როდის დაუბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend