მთავარიევროპაიტალიაიტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პოლიტიკური კრიზისის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მარიო დრაგის გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ  პარტია “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ” უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო სენატში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში. ამით მათ ოფიციალურად განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შესახებ.

პარტიები, რომლებიც აგრძელებენ დრაგის მხარდაჭერას ,, ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ამ ნაბიჯს შეცდომად აფასებენ.

მემარჯვენეები კი ფიქრობენ, რომ  დრაგიმ არ უნდა განაგრძოს მმართველობა.

დრაგის ფართო კოალიციური მთავრობა, რომელშიც შედის სხვადასხვა პარტია, როგორებიცაა: მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და პოპულისტური  მოძრაობა „5 ვარსკვლავი“, შექმნილია იმისთვის, რომ იტალიის ეკონომიკას პანდემიის შემდეგ აღდგენაში დაეხმაროს.

ახლა, როდესაც უკრაინაში ომის დასრულების არანაირი ნიშანი არ ჩანს და ინფლაცია მძვინვარებს, იტალია შეიძლება კვლავ პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს და პროცესები უმართავი გახდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend