ჩრდილოეთ მაკედონიის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის დიდი ნაწილს არ სურს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, ბულგარეთის ვეტოს დაძლევით დაიწყოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს კონსტიტუციის შეცვლას ბულგარელი უმცირესობის სასარგებლოდ, მომიტინგეებისთვის მიუღებელია.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლა ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრობს. მან მოუწოდა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ამ ცვლილებებს.
მთავრობას აქვს საკმარისი ხმები ამ რეზოლუციის მისაღებად, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პარლამენტართა ორი მესამედის ხმაა საჭირო.
ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული.