მთავარიევროპაუკრაინაამერიკული წარმოების არტილერია უკრაინული არმიის შეიარაღებაში

ამერიკული წარმოების არტილერია უკრაინული არმიის შეიარაღებაში

უკრაინელი სამხედროები სამშობლოს თავისუფლებისთვის მიმდინარე ომში უკვე იყენებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმოების საარტილერიო სისტემებს. ვაშინგტონმა კიევს გასულ თვეს კიდევ ერთი პარტია – მ777 ტიპის საარტილერიო სისტემები გადასცა.

ეს საარტილერიო სისტემა უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ამ სისტემას შეუძლია, წუთში 5 ჭურვი გაისროლოს, მტერი კი  24 – დან 30 კილომეტრის დაშორებით გაანადგუროს.

რუსული ინტერვენციის ფონზე უკრაინას სამხედრო დახმარებას 30 – ზე მეტი სახელმწიფო უწევს.

“2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ჩვენი საზღვრები გადმოკვეთეს, ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები გაფუჭდა. ჩემთვის მეგობრები ევროპელები არიან. ევროპისკენ ნელა, თუმცა მაინც მივიწევთ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირ კოვალენკო.

ისტორიკოსმა რომან სემენიჰამ კი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკივის მისადგომებთან მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს ლექცია წაუკითხა.

“ჯარისკაცები გამოფიტული არიან, მათი გამხნევება ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციური თანადგომა ბევრს ნიშნავს. მათ უნდა იცოდნენ, რისთვის იბრძვიან, ვინ არიან მათი წინაპრები. ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დაუნდობელი ბრძოლაც შეგვიძლია. რუსებს 1169 წლიდან ვებრძვით, მე ადამიანებს არა წარმომავლობით, არამენ პოლიტიკური ნიშნით ვყოფ. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს მხარეზე ბევრი რუსი, ბელარუსი თუ ქართველი იბრძვის“, – მიმართა ჯარისკაცებს ისტორიკოსმა რომან სემენიჰამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend