მთავარიმსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტი ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტი ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება

ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა, აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი იყო მასპინძელი ქვეყნისთვის გაეცნო  გადაწყვეტილება, რომელიც ირანის მზარდ ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.

ვაშინგტონის დატოვებამდე მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, დაუბრუნდეს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

“ერთადერთი, რაც ახლა ირანზე უარესია, არის ირანი, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ შეთანხმებას და ეს შევაჩეროთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომ ბოლო პრეზიდენტმა დატოვა შეთანხმება. ბირთვული იარაღი ახლა უფრო საშიშია ვიდრე ადრე  ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ და გვქონდეს შეთანხმება, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ბირთვული საფრთხე”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ირანის ბირთვული შეთანხმება ბაიდენის წინამორბედმა დონალდ ტრამპმა ოთხი წლის წინ დატოვა. შეთანხმება, რომელიც აერთიანებს ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირს, გულისხმობს ირანისთვის სანქციების გაუქმებას მისი ბირთვული საქმიანობის მკაცრი შეზღუდვისა და მონიტორინგის სანაცვლოდ. მაგრამ ტრამპის ნაბიჯის შემდეგ შეთანხმება ჩაიშალა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ისრაელი ყოველთვის იყო შეთანხმების მოწინააღმდეგე, ის ირანს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. მას სურს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა სრულად შეჩერდეს და ის  რომ ბაიდენმა შესაძლოა ახალი ბიძგი მისცეს შეთანხმებას  მათთვის მისასალმებელი ნამდვილად არაა.

ირანული მხარე კი ამბობს, რომ ბირთვული აქტივობები ყოველთვის მშვიდობიანი იყო, მაგრამ დასავლური ძალები და ბირთვული პროგრამის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ისინი ამაში დარწმუნებულნი არ არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend